четверг, 29 ноября 2018 г.

I-II დღე.რეფლექსია

                                                            რეფლექსია
         ჩემთვის  ეფექტური  იყო  ეს  ორი  დღე,  როდესაც  განვიხილეთ  პროექტის  ორი  სახეობა:  სოციალური  და  სასწავლო;  განვიხილეთ  21-ე  საუკუნის  უნარ-ჩვევები,  ტექნიკურად  განვიხილეთ  გზამკვლევი,  შევქმენით  პორტფოლიო  და  ვისაუბრეთ  პროექტების  შესახებ.  
            მეორე  დღეს  შევარჩიეთ  საპროექტო  თემები,  გამოვთქვით  იდეები,  ვიისაუბრეთ,  თუ  რაზე  უნდა  ვიმუშაოთ,  ვისაუბრეთ  მაღალი  დონის  სტანდარტებზე,  მოვნიშნეთ   ჩვენი  პროექტისათვის   მნიშვნელოვანი  შედეგები  და  ინდიკატორები,  გავეცანით  ბროშურების  შექმნის  ხერხებს.
            ჩემთვის  სასიამოვნო  იყო  ქალბატონ  მარიკასთან  ურთიერთობა.  ტრენინგის  ეს  ნაწილი  ჩემთვის  ძალიან  საინტერესო  გამოდგა.  აღარ  მახსოვდა  ბლოგის  შექმნა,  რომელიც  ამ  ტრენინგით  გავიხსენე  და  შევისწავლე.  ამ  ცოდნას  გავუზიარებ  მოსწავლეებს  და  დაინტერესებულ  პირებს.  გამიჩნდა  პროექტის  მრავალი  იდეა,  რაშიც  დამეხმარა  ქალბატონი  მარიკა  და  სასიამოვნო  გარემო.
              ვფიქრობ,   ტრენინგის  დანარჩენი დღეებიც    ჩემთვის  უფრო  უკეთესი  იქნება.                        



IX დღე

რეფლექსია    დღეს  დავასრულეთ ინტელის  ძირითადი  კურსი   თემაზე  ,,პროექტებით  სწავლება".   როგორც  წინა  დღეებში  აღვნიშნე,  ყოველი ...