понедельник, 17 декабря 2018 г.

IX დღე

რეფლექსია
   დღეს  დავასრულეთ ინტელის  ძირითადი  კურსი   თემაზე  ,,პროექტებით  სწავლება".   როგორც  წინა  დღეებში  აღვნიშნე,  ყოველი  დღე  ჩემთვის  ძალიან  საინტერესო  იყო. სასწავლო  პროექტი  ჯერ  არ  განმიხორციელებია  და  ვფიქრობ,  უახლეს  მომავალში  ამას  ადვილად  შევძლებ,  რადგან  ქალბატონმა  მარიკამ  დაწვრილებით  აგვიხსნა  და  ნაბიჯ-ნაბიჯ  შეგვასწავლა  პროექტისათვის  საჭირო  ყოველი  პროცედურა თუ  მიზანი.
მთლიანობაში    პროექტის  განხორციელება  სირთულეს  აღარ  წარმოადგენს  ჩემთვის,  რადგან  უკვე  გარკვეული  ვარ  თუ  როგორ  უნდა  დავწერო  იგი.  დიდი  მადლობა  ქალბატონ  მარიკას  ასეთი  საინტერესო  ტრენინგისთვის.

суббота, 15 декабря 2018 г.

VII დღე

რეფლექსია
დღევანდელი  ტრენინგი  უფრო  შრომატევადი  და  ნაყოფიერი  იყო.   ყველაზე  მეტად  დამაინტერესა  აღქმის  სტილის  საკითხმა,  რომელმაც  უფრო  მეტად  ჩამახედა  მოსწავლეთა  საჭიროებებშიც  და  ჩემს  თავშიც.  ჩემი  აზრით,   ეს  საკითხი  ყველაზე  აუცილებელია  სწავლებისას  იმისათვის,  რომ  თითოეული  მოსწავლის  საჭიროებებს  ჩასწვდე  ღრმად. ძალიან  მომეწონა  ბლოგების  დიზაინის  სეცვლის  საკითხიც,  თუმცა  ბევრი  რამ  შევისწავლეთ  დღეს.  ტრენინგები  სახალისოა  და  ისეთი  ნაყოფიერი,  რომ  ვერც  ვიგებ  დროის  გასვლას.  ამაში  დიდი  დამსახურება  მიუძღვის  ქალბატონ  მარიკას.  დიდი  მადლობა  ამისთვის.

понедельник, 10 декабря 2018 г.

VI დღე

რეფლექსია
   დღეს  გავიარეთ  მეხუთე  მოდული,  რომელშიც  ვისაუბრეთ მოსწავლეთა  სავარაუდო  ნაშრომის  ვერსიაზე,  მოსწავლის  შეფასების  პროცესში  ჩართვის  შესაძლებლობაზე, შევქმენით  შეფასების  რუბრიკები  მოსწავლეთა  ნამუშევრებისათვის,  ვისაუბრეთ  უკუკავშირის  შესახებაც.  მიღებული  ინფორმაცია  აუცილებელიც  კია  ყოველდღიურად  გაკვეთილზე  გამოსაყენებლად  და  გასათვალისწინებელია.  დღევანდელი  დღეც  ნაყოფიერი  იყო  ჩემთვის.  

воскресенье, 9 декабря 2018 г.

V დღე

რეფლექსია
 დღესაც  საინტერესო  და  შრომატევადი  აღმოჩნდა.  შევქმენით  პრეზენტაცია  და  ვისწავლეთ  მისი  ჩაშენება,  ვისწავლეთ  ,თუ  როგორ  უნდა  გვენახა  ბლოგზე  ჩვენი  პრეზენტაცია.  დავათვალიერეთ  კოლეგების  მიერ  შექმნილი  პრეზენტაციები  და  გავუკეთეთ  კომენტარები  მათ.
ვისაუბრეთ,  ინტერნეტსივრცეში  მოქცევის  წესებს,  რა  მითითებები  უნდა  მივცეთ  მოსწავლეებს,  რომ  არ  დაარღვიონ  საავტორო  უფლებები.  გამოყენებული  ლიტერატურის  შაბლონში  გადმოვიტანეთ  ლინკები იმ  საიტებისა,  რომლის  გამოყენებასაც  ვაპირებდი  პრეზენტაციაში..  ვისწავლეთ  დაზიპული  დოკუმენტების  გახსნა. 
დღევანდელი  დღე  უფრო  ნაყოფიერი  აღმოჩნდა  ჩემთვის.  

суббота, 8 декабря 2018 г.


IVრეფლექსია

IV  დღე
დღეს  შევიმუშავეთ  შეფასების  გეგმის  და  შეფასების  მოკლე  მონახაზი.  გავგეთ,  რომ  პროექტის  შეფასებისას  უნდა  გავიდეთ   ხუთ  მიზანზე,  შევიმუშავეთჩვენი  პროექტისათვის  გეგმა,  გავაკეთეტ  შეფასების  მოკლე  მონახაზი,  შევქმენით  პროექტის  სლაიდ  შოუ.
დღევანდელი  დღეც,  ისევე,  როგორც  დანარჩენი  რეები  საინტერესო  აღმოჩნდა  ჩემთვის.  მიღებულ  ცოდნას  აუცილეწბლად  გავითვალისწინებ  სასწავლო  პროცესში.

IX დღე

რეფლექსია    დღეს  დავასრულეთ ინტელის  ძირითადი  კურსი   თემაზე  ,,პროექტებით  სწავლება".   როგორც  წინა  დღეებში  აღვნიშნე,  ყოველი ...